მნიშვნელოვანი ინფორმაცია გადამზიდველებისთვის
საერთაშორისო სახმელეთო გადაზიდვების სფეროში რეგულაციები მუდმივად ახლდება. ჩვენი გუნდი მუდამ ცდილობს, დროულად გაგიზიაროთ ყველა სიახლე, რომელიც გავლენას ახდენს თქვენს საქმიანობაზე.
გთავაზობთ სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილებასთან დაკავშირებულ ახალ წესს, რომელიც ძალაში შევა 2025 წლის 1 ოქტომბრიდან და ეხება „ზემო ლარსის“ სასაზღვრო გამშვებ პუნქტს.
გთავაზობთ ტექსტს უცვლელად:
გადამზიდველთა საყურადღებოდ!
2025 წლის 1 ოქტომბრიდან სასაზღვრო გამშვები პუნქტი „ზემო ლარსი“ დაემატება იმ საკონტროლო პუნქტების ჩამონათვალს, სადაც სატვირთო ავტომობილების მოძრაობა შესაძლებელი იქნება მხოლოდ წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე. შესაბამისად, რუსეთის მხარეს „ზემო ლარსის“ გამშვებ პუნქტში სატვირთო ავტომობილების მისვლის თარიღი და დრო განისაზღვრება ელექტრონული რიგის სისტემის მეშვეობით – სატვირთო ავტომობილების მძღოლებს საზღვარზე მისვლის წინასწარ თარიღსა და დროს რუსეთის მხარე ელექტრონული რეგისტრაციის გზით განუსაზღვრავს.
რეგისტრაციის პროცედურა:
ელექტრონულ რიგში რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე: https://public.epd-portal.ru/epd
სისტემაში რეგისტრაციის ინსტრუქცია ქართველი გადამზიდველებისთვის (დანართი)
დამატებითი ინფორმაციისთვის ესტუმრეთ შემდეგ ბმულებს:
ბმული 1 _ https://georgia.mid.ru/ru/konsulskaya_sluzhba/rekomendatsii_dlya_gruzoperevozchikov_planiruyushchikh_marshrut_cherez_verkhniy_lars/
ბმული 2 _ https://vladikavkaz-osetia.ru/news/actual/detal_actual.php?actual_ID=173770