Blog

სიახლე სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოში

საერთაშორისო გადაზიდვებში ჩართული კომპანიებისთვის მნიშვნელოვანი სიახლე!

2025 წლის 13 ოქტომბრიდან იწყება განცხადებების მიღება 2026 წლის ECMT მრავალმხრივი სანებართვო დოკუმენტების მისაღებად.
პირველი კომისია განიხილავს 2025 წლის 31 ოქტომბრამდე წარმოდგენილ განაცხადებს, ხოლო მოგვიანებით მიღებული განიხილება ეტაპობრივად.

გთავაზობთ სააგენტოს ოფიციალურ განცხადებას უცვლელად:

2026 წლის ECMT მრავალმხრივი სანებართვო დოკუმენტების მიღების მსურველთა საყურადღებოდ

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ოფისებში  (https://lta.gov.ge/contact) 2025 წლის 13 ოქტომბრიდან, ECMT მრავალმხრივი სანებართვო დოკუმენტების მისაღებად განცხადებების მიღება იწყება.

პირველ კომისიაზე განიხილება 2025 წლის 31 ოქტომბრამდე წარმოდგენილი განცხადებები, ხოლო მოგვიანებით მიღებული — ეტაპობრივად, შემდეგ კომისიებზე.

განმცხადებელი ვალდებულია გააჩნდეს:

  • მოქმედი საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის ნებართვა;
  • განაცხადი (ნიმუში 1) და შემდეგი დოკუმენტაცია:
  • მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან ამონაწერი – იურიდიული პირისა ან ინდივიდუალური მეწარმისათვის;
  • ნოტარიულად დამოწმებული წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი (არსებობის შემთხვევაში);
  • საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების სფეროში მოქმედი ტექნიკური რეგლამენტების და ECMT (ITF) მოთხოვნებთან მომსახურების შესაბამისობის დეკლარაცია (ნიმუში 2);
  • გადამზიდველის საკუთრებაში არსებული, საქართველოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციის მოწმობის ასლი. მისი იჯარის, ქირავნობის ან ლიზინგის შემთხვევაში – შესაბამისი ხელშეკრულების ასლი;
  • წარმოდგენილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების სატვირთო ავტომობილის ტექნიკური და უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესატყვისობის ECMT სერტიფიკატის (A და B) ასლი;
  • საწარმოში დასაქმებული სატრანსპორტო მენეჯერის საავტომობილო სატვირთო გადაზიდვების სფეროში პროფესიული კომპეტენტურობის დამადასტურებელი CPC დიპლომის ასლი (ნიმუში 4);
  • საწარმოში დასაქმებული სატრანსპორტო მენეჯერის და მძღოლის მეწარმე სუბიექტთან შრომითი ურთიერთობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ნიმუში 3) (სადაც მხარეების ხელმოწერა დადასტურებული არის ნოტარიულად და შრომითი ურთიერთობა გრძელდება არანაკლებ მოთხოვნილი სანებართვო დოკუმენტის მოქმედების ვადით);
  • ინფორმაცია მეწარმის ფინანსური რესურსების შესახებ (ოფიციალური დოკუმენტი).


ტრანსპორტის მინისტრთა ევროპის კონფერენციის (ECMT) მრავალმხრივი სანებართვო დოკუმენტის გაცემის წესის შესაბამისად :

  • 2026 წლის ECMT მრავალმხრივი სანებართვო დოკუმენტი შესაბამისი ტერიტორიული შეზღუდვის გარეშე (იტალია, საბერძნეთი, რუსეთი, ავსტრია) გაიცემა მხოლოდ არანაკლებ „EURO VI უსაფრთხო“ კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე, ხოლო ECMT მრავალმხრივი სანებართვო დოკუმენტი უნგრეთის ტერიტორიული შეზღუდვის გარეშე გაიცემა  არანაკლებ „EURO V უსაფრთხო“ და „EURO VI უსაფრთხო“ კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე;
  • ECMT მრავალმხრივი სანებართვო დოკუმენტის მისაღებად, გადამზიდველს უნდა გააჩნდეს საკუთრებაში და/ან ლიზინგის ვალდებულებითი სამართლებრივი ფორმით საქართველოში რეგისტრირებული (გარდა დროებითი რეგისტრაციისა) EURO IV უსაფრთხო”, ,,EURO V უსაფრთხო“ ან ,,EURO VI უსაფრთხო“ კატეგორიის არანაკლებ 5 ავტოსატრანსპორტო საშუალება;
  • გადამზიდველის მფლობელობაში არსებულ იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე, რომელზეც მოთხოვნილია სანებართვო დოკუმენტი, გაცემული უნდა იყოს სატვირთო ავტომობილისა და მისაბმელის გზისთვის ვარგისობის ტესტის ECMT ვადიანი სერტიფიკატი;
  • გადამზიდველს დასაქმებული უნდა ჰყავდეს პროფესიული კომპეტენტურობის დამადასტურებელი დოკუმენტის (CPC სერტიფიკატი ან/და კოდი 95) მქონე მძღოლი. მძღოლის რაოდენობა უნდა შეესაბამებოდეს იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების რაოდენობას, რომელზეც მოთხოვნილია შესაბამისი სანებართვო დოკუმენტი.

ვადები:
მოთხოვნებთან შეუსაბამო ან არასრული დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში, განმცხადებელს მიეცემა 5 სამუშაო დღე ხარვეზის გამოსასწორებლად. თუ მითითებულ ვადაში გადამზიდველი ვერ წარმოადგენს მოთხოვნილ, დამატებით დოკუმენტაციას,  სააგენტო განაცხადს ვერ დააკმაყოფილებს.

სრული ინფორმაცია და დოკუმენტაციის ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე:

https://lta.gov.ge/news/352

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *