სიახლე სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოდან
საერთაშორისო გადაზიდვებში ჩართული გადამზიდველებისთვის მნიშვნელოვანია იცოდნენ უახლესი ცვლილებები ECMT მრავალმხრივი სანებართვო დოკუმენტების გაცემის წესში.
გთავაზობთ ტექსტს უცვლელად:
გადამზიდველთა საყურადღებოდ
„EURO V უსაფრთხო“ და „EURO VI უსაფრთხო“ კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც უნგრეთის ტერიტორიაზე აპირებენ საქმიანობას, 2026 წლის ECMT მრავალმხრივ სანებართვო დოკუმენტების მიღებას ტერიტორიული შეზღუდვის გარეშე შეძლებენ.
გარდა ამისა, გაცნობებთ, რომ ECMT მრავალმხრივი სანებართვო დოკუმენტის გაცემის წესში განხორციელდა ცვლილებები. განახლებული რეგულაციები ძირითადად ეხება დოკუმენტაციის წარდგენისა და განხილვის პროცესის დახვეწას, რაც უზრუნველყოფს დადგენილი მოთხოვნების ეფექტიან შესრულებას.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული: https://lta.gov.ge/news/350