Blog

სიახლე სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოში

ახალი რეგულაცია თურქეთის საზღვარზე

საერთაშორისო სახმელეთო გადაზიდვების სფეროში მიმდინარე სიახლეებს მუდმივად ვადევნებთ თვალს, რათა ჩვენი პარტნიორები და კლიენტები ყოველთვის იყვნენ ინფორმირებულნი.
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ცნობით, 2025 წლის 30 სექტემბრიდან თურქეთის რესპუბლიკის სასაზღვრო პუნქტებზე ამოქმედდება ახალი კონტროლის მექანიზმი გზისპირა ინსპექტირება.

გთავაზობთ სააგენტოს ოფიციალურ განცხადებას უცვლელად:

გადამზიდველთა საყურადღებოდ!

თურქეთის რესპუბლიკის სასაზღვრო პუნქტებზე უცხოური სატრანსპორტო საშუალებების ნაკადის ზრდის გამო, 2025 წლის 30 სექტემბრიდან ამოქმედდება ახალი კონტროლის მექანიზმი — გზისპირა ინსპექტირება.

ინსპექტირების მიზანია არსებული პროცედურების უფრო ეფექტური კონტროლი და საერთაშორისო სტანდარტების დაცვა.

საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვებში მონაწილე უცხო ქვეყნის სატრანსპორტო საშუალებებს, რომლებიც თურქეთის რესპუბლიკაში შედიან, ტოვებენ მას ან მის ტერიტორიაზე ტრანზიტით გადაადგილდებიან, უნდა გაითვალისწინონ ძირითადი მოთხოვნები:

1. უცხოურ სატრანსპორტო საშუალებებს აკრძალული აქვთ თურქეთის ტერიტორიაზე შიდა (კაბოტაჟი) გადაზიდვები. დარღვევის შემთხვევაში დაწესდება ჯარიმა, ხოლო განმეორებისას (ერთი კალენდარული წლის განმავლობაში) ჯარიმის ოდენობა გაიზრდება.
2. ორიგინალი სანებართვო დოკუმენტი უნდა ინახებოდეს სატრანსპორტო საშუალებაში გადაზიდვის დასრულებამდე. ამასთან, აკრძალულია ЕCМТ სანებართვო დოკუმენტის გადაცემა სხვა სატვირთო ავტომობილზე იმ შემთხვევაში თუ საზღვრის გადაკვეთის შემდეგ ოპერაცია არ არის დასრულებული.
3. სატრანსპორტო საშუალების ბორტზე უნდა ინახებოდეს სანებართვო დოკუმენტთან დაკავშირებული სხვა თანმხლები  დოკუმენტაცია (მაგ: სააღრიცხვო წიგნი, ECMT და ა.შ.).
4. სანებართვო დოკუმენტზე სავალდებულოა კომპანიის და სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ნომრის მითითება. ნებართვის ნომრის არარსებობა ან მისი სხვა სატრანსპორტო საშუალებაზე გადაცემა ჩაითვლება დარღვევად და ექვემდებარება სანქციას.
5. უცხოელი გადამზიდველის მიერ წარდგენილი სანებართვო დოკუმენტი უნდა იყოს გაცემული აღნიშნული დოკუმენტის მფლობელი კომპანიის სახელზე ან უნდა არსებობდეს ამ გადამზიდველსა და სანებართვო დოკუმენტის გამომყენებელ კომპანიას შორის მოქმედი ხელშეკრულება.
6. უცხოურ სატრანსპორტო საშუალებას არ აქვს შესაძლებლობა დატოვოს თურქეთის ტერიტორია შესაბამისი სანებართვო დოკუმენტის გარეშე. ასეთ შემთხვევაში გადამზიდველი ვალდებულია მიიღოს ახალი სანებართვო დოკუმენტი ან გადაიხადოს თურქეთის მხარის მიერ დაწესებული საფასური.
7. სატრანსპორტო ოპერაციები, რომლებიც საჭიროებს სპეციალურ ნებართვას ან ავტორიზაციას, მაგრამ ხორციელდება მათ გარეშე, დაექვემდებარება სანქციას.
8. საერთაშორისო რეგულარული მგზავრთა გადაყვანისას, გადამზიდველები ვალდებულნი არიან დაიცვან მარშრუტი, ტარიფი და მოძრაობის გრაფიკი.  ამასთან, მგზავრების ჩასვლა/ამოსვლა ნებადართულია მხოლოდ მარშრუტზე განსაზღვრულ პუნქტებში.

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ იხილოთ შემდეგი დანართი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *