სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოში სიახლეა!
გადამზიდველთა საყურადღებოდ!
აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩოს მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე გაცნობებთ, რომ 2025 წლის 1 ოქტომბრიდან, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ავტოსატრანსპორტო საშუალებით შესვლისას საავტომობილო პასუხისმგებლობის დაზღვევის რეგისტრაცია განხორციელდება მხოლოდ ერთიანი ციფრული პლატფორმის საშუალებით ან აზერბაიჯანში მოქმედი სადაზღვევო კომპანიების მეშვეობით. აღნიშნული ცვლილებები არ ვრცელდება „მწვანე ბარათის“ მფლობელებზე.
ციფრული პლატფორმა www.tpl.az საშუალებას აძლევს სატრანსპორტო საშუალებების მფლობელებს, ქვეყანაში შესვლამდე ონლაინ რეჟიმში გააფორმონ დაზღვევა ადგილობრივ სადაზღვევო კომპანიებთან, რაც გამორიცხავს დამატებითი დროის ხარჯვასა და რიგში ლოდინს. გადახდა შესაძლებელია ელექტრონული გზით.
რეკომენდაცია: ნებისმიერი შესაძლო სირთულის თავიდან ასაცილებლად და საზღვრის შეუფერხებლად გადაკვეთისთვის რეკომენდებულია, რომ სატრანსპორტო საშუალებების მფლობელები და საერთაშორისო სატრანსპორტო და ლოგისტიკური კომპანიები წინასწარ გაეცნონ პლატფორმას www.tpl.az და დაზღვევის ხელშეკრულება ონლაინ შეიძინონ საზღვრის გადაკვეთამდე.